top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„74 გარდაცვლილი საზოგადოების საერთო ტრაგედიაა“ - გიორგი ფხაკაძე

21/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დღევანდელ კოვიდსტატისტიკას ეხმაურება.


74 გარდაცვლილი და რეალური ციფრი იცით, რამდენია - 150. ამ ციფრების უკან უამრავი გაუბედურებული ოჯახი, ახლობლის დაკარგვით გამწარებული და სასოწარკვეთილი ადამიანები დგანან. ეს საზოგადოების საერთო ტრაგედიაა. ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია და მსხვერპლი არის უდიდესი.


სამწუხაროდ, ხვალ ისევ მომიწევს ამგვარი პოსტის დადება …. დამნაშავე ვინ არის … ჩემზე უკეთ იცით … ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე, ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე.


სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა. დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია, ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ ომში“, - წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page