Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

„წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება…“ – გიორგი ფხაკაძის ოპტიმისტური გათვლები

03/05/2021

„წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება…“  – გიორგი ფხაკაძის ოპტიმისტური გათვლები

კარგი ამბავი არის ის, რომ ამერიკაში და ევროპაში სექტემბრისთვის ეპიდემია იქნება კონტროლქვეშ მეტ-ნაკლებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დალაგდება ამერიკაში და ევროპაში სიტუაცია და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოსაც მიხედავენ.

„მე მაინც იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება. საიდან, როგორ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ, ალბათ, დააკვირდით, რომ როცა რაღაცას ვამბობ, ახდება ხოლმე. გაგიმხელთ, მე მინდა, რომ ჩამოვიდე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ ჩამოვალ საქართველოში. სექტემბერ-ოქტომბერში ევროპის ქვეყნები უკვე მიხედავენ თავიანთ სამეზობლოს და ჩვენც მოვყვებით ამ პროცესში. მანამდე როგორმე გავიტანოთ თავი და ბევრი სისულელე არ გავაკეთოთ, მე იმედი მაქვს, რომ სხვანაირი ახალი წელი გვექნება.

მე მინდა, ახალ წელს ვიყო თბილისში, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ახალ წელს ვიყო თბილისში. თუ ვირუსის კუთხით უსაფრთხო არ იქნება, ვერ ჩამოვალ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ უფრო მალე ჩამოვიდე, მაგრამ ეს არის ჩემი გათვლები,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://old.primetime.ge/tsinasaakhaltslod-situatsia-saqartvelooshits-dalagdeba-giorgi-fkhakadzis-optimisturi-gatvlebi/

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

„წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება…“ – გიორგი ფხაკაძის ოპტიმისტური გათვლები

https://accreditation.ge/post/წინასაახალწლოდ-სიტუაცია/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. „წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება…“ – გიორგი ფხაკაძის ოპტიმისტური გათვლები [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2021 [cited 2026 Nov 10]. Available from: https://accreditation.ge/post/წინასაახალწლოდ-სიტუაცია/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp
Operated by the Public Health Institute of Georgia (PHIG) · non-profit, ID 404407815 · 3 Betlemi Rise, Tbilisi 0105, Georgia · info@accreditation.ge · Policy Framework · Legal notice · Privacy · Accessibility · Part of the PHIG network