Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

ფხაკაძე: მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? – კი, იქნება

07/02/2022

ფხაკაძე: მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? – კი, იქნება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ პოსტში საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ შეკითხვებს პასუხობს და კორონავირუსის ახალ შტამს აანონსებს.

“მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? – კი, იქნება

ომიკრონი დასასრულის დასაწყისია? – არა

კოვიდი არ არის სეზონური გრიპი

მათემატიკული მოდელირების საფუძველზე უახლოეს მომავალში (ალბათ, 1-3 თვეში) ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, “დაიბადება” აფრიკაში. რატომ? კონტინენტის მოსახლეობის მხოლოდ 1% არის აცრილი. ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ბურუნდი (175-ჯერ) და ტანზანია (40-ჯერ) არიან ყველაზე დიდი რისკის მატარებლები. ისე, ამერიკაც არ ჩამორჩება.

რა უნდა ვქნათ, რომ შევაჩეროთ ახალი მუტაციები?! გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება

როგორ გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება? – სამედიცინო პირბადით, დისტანციით და ვაქცინაციით (ფაიზერი /მოდერნა)

ან ჩვენ გადავუვლით ამ ვირუსს, ან ის გადაგვივლის ჩვენ ჯერჯერობით ვირუსი იგებს ამ ბრძოლაში…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

ივანე ჩხაიძე: დღეისათვის არცერთი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი მუტაციის კორონავირუსი აქვს გადატანილი, დაცულად არ ითვლება, „ომიკრონს“რეინფიცირების 5-ჯერ მეტი უნარი აქვს

ივანე ჩხაიძე: უნიღბოდ, 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონით“ ინფიცირებისთვის

ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს, „ომიკრონი” არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი – დევი ტაბიძე

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 11000-ზე მეტ ადამიანს, 34 გარდაიცვალა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში 17 130-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ვრცლად:

11 235 ახალი შემთხვევა და კიდევ 34 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-mekitkhebian-iqneba-kovidis-akhali-varianti-ki-iqneba

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

ფხაკაძე: მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? – კი, იქნება

https://accreditation.ge/post/ფხაკაძე-მეკითხებიან-იქნე/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. ფხაკაძე: მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? – კი, იქნება [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2022 [cited 2026 Nov 10]. Available from: https://accreditation.ge/post/ფხაკაძე-მეკითხებიან-იქნე/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp
Operated by the Public Health Institute of Georgia (PHIG) · non-profit, ID 404407815 · 3 Betlemi Rise, Tbilisi 0105, Georgia · info@accreditation.ge · Policy Framework · Legal notice · Privacy · Accessibility · Part of the PHIG network