top of page

„რავა ყველა პოლიტიკაში გადავარდა, ზოგი გალურჯდა ზოგი გაწითლდა, ზოგი ფერებშია არეული“

8 აპრილი, 2022

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმიანება:

„რავა ყველა პოლიტიკაში გადავარდა, ზოგი გალურჯდა ზოგი გაწითლდა, ზოგი ფერებშია არეული.

მე უფრო მეცნიერულ პოსტს ველოდებოდი (მტკიცებულებებზე/ფაქტებზე/ანალიტიკაზე/კრიტიკაზე)…

მე მგონი აპოლიტიკური მარტო მე დავრჩი …“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


„მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალების რიცხვი არის უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის უმრავლეს ქვეყანაში“. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხლმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

-„ეპიდსიტუაცია ამჟამად სტაბილურია, მე ვიტყოდი, რომ კარგია. დღიურად საშუალოდ 400-ის ფარგლებში ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ეს ყველაზე სასიხარულოა, მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალების რიცხვი არის მინიმალური. რიგი სუფთა სამედიცინო კლინიკური ღონისძიებებით, კერძოდ ავადმყოფების ე.წ. პროაქტიული მკურნალობით, სხვადასხვა მედიკამენტით მივაღწიეთ იმას, რომ გარდაცვალებულთა რიცხვი საქართველოში თანდათან შემცირდა და დღეს არის უფრო დაბალი, ვიდრე ევროპის უმრავლეს ქვეყანაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




3 views0 comments

Komentar


Post: Blog2_Post
bottom of page