22/03/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„მესამე ტალღა დაიწყო
კიდევ რა ენაზე გითხრათ?!
სპეციალურად ამ სტატიას ვაზიარებ, ვინაიდან ყველაზე დიდი “ანტი კოვიდისტები” (ჩემი ტერმინი) არიან ფინანსისტები/ეკონომისტები … – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე .
covid-19-ის პანდემიას ახასიათებს შესუსტების შემდეგ ხელახალი აფეთქება. გასულ ზაფხულს პოლიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ კორონავირუსი დამარცხდა, თუმცა შემოდგომაზე ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ნაწილში მეორე ტალღამ იფეთქა. დეკემბერში, ვაქცინაციის პროგრამების ამოქმედებისთანავე, გაჩნდა SARS-CoV-2-ის ახალი მუტაციები, რამაც შეიძლება შეამციროს ამ ვაქცინების ეფექტიანობა. დღეს ევროპაში ინფიცირების მესამე ტალღაა. ბევრი მთავრობა იძულებული გახდა ისევ ჩაკეტონ ქვეყნები.
საფრანგეთში ისევ შემოიღეს შეზღუდვები. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყანას ისევ მოუწევს ხელახალი ჩაკეტვა.
გლობალური შემთხვევების ბოლოდროინდელი ზრდა შემაშფოთებელია. 11 იანვრიდან 20 თებერვლამდე ინფიცირების შემთხვევები თითქმის განახევრდა, თუმცა ამ დროისთვის მინიმალური მაჩვენებლის შემდეგ 30%-ით ისევ გაიზარდა.
ამჟამად კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი არის ევროპაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. ესტონეთსა და ჩეხეთში, ყოველ 100 000 ადამიანზე, დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მთლიანობაში ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 31000-ია 100 ათას მოსახლეზე. შემთხვევები ასევე იზრდება ლათინურ ამერიკაში, სადაც თებერვლის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა მინიმალური მაჩვენებლიდან მესამედით გაიზარდა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
コメント