Accreditation Canada წარმომადგენლობა
საქართველოში
EN

მემორანდუმს მოაწერა ხელი

11/05/2023

მემორანდუმს მოაწერა ხელი

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაციის, „აკრედიტაცია კანადის“ აღმასრულებელ დირექტორთან, კატერინა ტარასოვასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მემორანდუმის თანახმად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „აკრედიტაცია კანადასთან“ ერთად იწყებს საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესს. ხელმოწერის ცერემონიას „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-პრეზიდენტი თამარ ზარგინავა, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი პაატა ბუკია, „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, „აკრედიტაცია კანადის“ ევროპის განვითარების ხელმძღვანელი იულია შჩერბინა ესწრებოდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2025 წლის პირველი იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვრება კლინიკა, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია. ბრძანების თანახმად, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ვალდებულია, 2023 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტროს წარუდგინოს აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება და ინფორმაცია მიაწოდოს მიმდინარე სერტიფიცირების პროცესის შესახებ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil

წყარო: https://1tv.ge/news/jo-enis-sauniversiteto-hospitali-saertashoriso-akreditaciis-gasavlelad-akreditacia-kanadastan-tanamshromlobas-iwyebs/?fbclid=IwAR0F3YH6shiBOFYuhNA41iuWxRyGKyUTKA9XSl4yLoOricNsMcnB38MnTu8

გააზიარეთ ეს გვერდი

accreditation.ge

გვერდი

მემორანდუმს მოაწერა ხელი

https://accreditation.ge/post/მემორანდუმს-მოაწერა-ხელი/

როგორ მივუთითოთ ეს გვერდი

Accreditation Canada – Georgia. მემორანდუმს მოაწერა ხელი [Internet]. Tbilisi: Public Health Institute of Georgia; 2023 [cited 2026 Nov 10]. Available from: https://accreditation.ge/post/მემორანდუმს-მოაწერა-ხელი/

Facebook LinkedIn X WhatsApp Viber
WhatsApp
Operated by the Public Health Institute of Georgia (PHIG) · non-profit, ID 404407815 · 3 Betlemi Rise, Tbilisi 0105, Georgia · info@accreditation.ge · Policy Framework · Legal notice · Privacy · Accessibility · Part of the PHIG network