09/06/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, "ვივო მედიქალ ჯგუფში" გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
1976 წელს ქირურგიის ინსტიტუტში პროფ. ნოდარ ბოხუამ დაარსა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორია რომლის ბაზაზეც 1980 წელს ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, სადაც დამუშავდა და განვითარდა კლინიკურ პრაქტიკაში თანამედროვე ვასკულარული მედიცინის ფუნდამენტალური საკითხები. პირველად საქართველოში ცენტრში დაინერგა და შესრულდა მთელი რიგი რეკონსტრუქციული ოპერაციები მაგისტრალურ სისხლძარღვებზე.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი დღეს წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ცენტრი სრულად არის აღჭურვილი უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობით.
ცენტრში ფუნქციონირებს მძლავრი პოსტოპერაციული განყოფილება , რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც საშუალებას იძლევა მინიმუმამდე დავიყვანოთ ოპერაციის შემდგომი გართულებები
კლინიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს: კარდიოლოგია, არითმოლოგია, ანგიოლოგია, ფლებოლოგია, ანგიოქირურგია, კარდიოქირურგია,ენდოვასკულარული ქირურგია.
ლინკი:
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments