საქართველოს საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ინსტიტუტი
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე
Public Health Institute of Georgia
Accréditation Sans Frontières
For English
უწყვეტი სამედიცინო განათლება
CME პროგრამის შემუშავება
აკრედიტაცია საზხვრების გარეშეს (Accréditation Sans Frontières -ASF) ჩამოაყალაბია უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტით (Continuous Medical Education Committee-CMEC) რომლის უმთავრესი მიზანს წარმოადგენს უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით მუშაობა, ჩვენ წარმოვადგენთ ექსპერტთა და მრჩეველთა ჯგუფს, რაც გვაძლევს კოორდინირებული და გამართული მუშაობის შესაძლებლობას სამედიცინო სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისათვის.
- შეარჩიე სწორი ნაბიჯები კარიერული წინსვლისთვის
- დაიწყე ტრეინინგებში/კონფერენციებში/ვორქშოფებში მონაწილეობა
- მიიღე ASF -ის მიერ აღიარებული სერტიფიკატი
- დაგეგმე საკუთარი ტრენინგის/სალექციო კურსის/პროგრამის განხორციელება CMEC-ის დახმარებით
დააგროვე CME კრედიტები კონფერენციებზე, ტრეინინგებზე, ვორქშოფებზე დასწრებით, როგორც ONLINE ასევე OFLINE დასწრებით.
თუ ხართ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი - პროფესიონალი / კოლეჯი / უნივერსიტეტი, რომელიც განიხილავს კონფერენციის ან სემინარის მოწყობას, მაშინ შეგიძლიათ აიმაღლოთ კვალიფიკაცია აკრედიტაცია საზხვრების გარეშეს (ASF) უწყვეტი სამედიცინო განათლებაის (CME) საშუალებით.
ASF-ის უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტს შეუძლია თქვენი დახმარება! ჩვენ ვართ ექსპერტთა ჯგუფი, რომელთაც ხელეწიფება სხვადასხვა უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსების, ტრენინგებისა, თუ განსხვავებული ღონისძიებების თავმოყრა და მათი მაღალ დონეზე ჩატარების ორგანიზება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ორგანიზება გავუწიოთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, იქნება ეს ადგილობრივი, რამოდენიმე საათიანი ტრენინგ კურსი, თუ ეროვნული, ან საერთაშორისო დონის რამოდენიმე დღიანი ღონისძიება. გთავაზობთ მომსახურების ფართო არჩევანს.
მისია:
ASF-ის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მთავარი მისია გახლავთ პროფესიონალი ექიმებისა და ჯანდაცვის განსხვავებულ სფეროებში მოღვაწე პირთათვის სწორი მიმართულების მოძიება და მიწოდება, საჭიროებების მიხედვით, ვინც მუდამ ეძიებს მეტ ინფორმაციას, აქვს მოთხოვნილება ცოდნის გაღრმავების და მათთვის ვინც მუდმივად ზრუნავს თვითგანვითარებაზე. ASF-ის მიერ განვითარებული და დანერგილი, აკრედიტირებული CME პროგრამა დაფუძნებულია მტკიცებითი მედიცინაზე, რომელიც მიმართულია პაციენტზე მზრუნველობის გაუმჯობესებისაკენ.
ASF-ის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის მოლოდინია ექიმთა და ჯანდაცვის განსხვავებულ სფეროებში მოღვაწე პირთა კვალიფიკაციის ამაღლება, რამაც საბოლოოდ დადებითი ასახვა უნდა ჰპოვოს პაციენტზე მზრუნველობის სამედიცინო მიდგომებსა და შედეგებზე.
მიზანი:
ASF-ის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ძირითადი საგანმანათლებლო მიზანი მდგომარეობს მაღალი ხარისხის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების მიწოდებაში, გარემოში, სადაც არსებობს მოთხოვნა მთელი ცხოვრების მანძილზე ახალი უნარ-ჩევების შესწავლის. ASF-ის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა ჩვენს საექიმო საზოგადოებასთან, რომელიც მოიცავს რამოდენიმე ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუციასა თუ უნივერსიტეტს, თანამშრომლობით იღწვის რომ აღმოაჩინოს და სწორი გზით მიმართოს კლინიკური მიმართულებით არსებული პრობლემები და უწყვეტი სამედიცინო განათლებისადმი მოთხოვნები.
მომავალში, აღნნული პროგრამა შემოგთავაზებთ სერვისს, როგორც გაერთიანებული მიმწოდებელი - ეროვნული და საერთაშორისო სუბიექტთათვის, ვისაც აერთიანებს საერთი მიზანი ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების მოთხოვნათა დაკმაყოფილების მიმართულებით.
ვის შეუძლია მიიღოს CME Credits (უწყვეტი სამედიცინო განათლების) კრედით ქულები?
ყველა სერთიფიცირებულ ჯანდაცვის სპეციალისტს, რომელიც დაესწრება სემინარს / კონფერენციას / ლექციას / ტრენინგ კურსს / ვორქშოფს და სხვა.
როგორ გამოითვლება უსგ კრედიტ (CME Credits) ქულები?
უსგ კრედიტ ქულათა სისტემა დამყარებულია საათობრივ ბაზისზე, კერძოდ, ღონისძიებაზე გატარებულ ყოველ 1 საათში, დამსწრე მიიღებს 1 კრედიტ ქულას.
ბევრ ღონისძიებას ახლავს შესვენება (ხანმოკლე შესვენებანი, ჩაი/ყავა, სხვა), ან სხვა მსგავსი აქტივობა, რომელთა ხანგრძლივობაც არ არის გათვალისწინებული კრედიტ ქულათა სისტემაში. დროის ეს მონაკვეთ(ებ)ი არ დაითვლება საერთო საათების ჯამურ მაჩვენებელში, ისე მოხდება საერთო ქულის გამოყვანა. ასე რომ, დამსწრემ უნდა მოითხოვოს კრეტიდ ქულა მხოლოდ იმ გატარებული დროის სანაცვლოდ, რაც მან დაჰყო ძირითად აქტივობაზე.
კრედიტ ქულების მოსაპოვებლად მონაწილე ვალდებულია:
- სრულად დაესწროს CME ღონისძიებას
- ღონისძიების დასასრულს, სრულად შეავსოს შეფასების კითხვარი
- უპასუხოს წინასწარ და შემდგომ ტესტ შეკითხვებს (დასკვნითი შეფასების სწორად გაცემული პასუხი აღემატება 76%)
მომხსენებელნი სრულიად თავისუფალნი არიან არჩევანში, მოხსენებათა თემატიკა შეუზღუდავია მარტივიდან ძალიან რთულამდე.
პროცესი საკმაოდ მარტივია, თქვენ უნდა გამოაგზანოთ წერილი cme@accreditation.ge და მიუთითოთ:
· ტქვენი (CME Credits) მოთხოვნის დასახელება
· საკონტაქტო ტელეფონი
· საკონტაქტო მეილი
· საკონტაქტო სახელი და გვარი
· თქვენი ორგანიზაციის ვებგვერდი ან/და ფეისბუქგვერდი
პროცესი არის:
· ნებაყოფლობითი
· გამჭვირვალე
· მარტივი
· სწრაფი
· უფასო
უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტები (CME Credits) გაიცემა ფრანგული ორგანიზაციის "Accréditation Sans Frontières" მიერ.